Belive

ჯაბა კანკავას შთამბეჭდავი სტატისტიკა მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
8 სექტემბერს, ერთა ლიგის C ქვეჯგუფის მატჩები გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში საბოლოო ანგარიში 1:1 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელები მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მოედანზე განსაკუთრებით ჯაბა კანკავა ჩანდა. მან გულშემატკივარს თავი შეუდარებელი ბრძოლისუნარიანობით დაამახსოვრა. გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის - ჯაბა კანკავას სტატისტიკას მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ: 6 მოგებული ორთაბრძოლა, 5 ჩაჭრა, პასების სიზუსტე 87%, 2 წარმატებული ფეხებში ვარდნა, 2 დარტყმა და მის წინააღმდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

სხვა სტატიები