დღეს სტარტი აიღო ახალგაზრდულმა ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში, სადაც საქართველოს სახელით მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილი ფინალში გავიდა.
პაპინაშვილმა 1/2 ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ივან დოლგიხი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუს იაგო აბულაძეს და სლოვენიელ დავიდ სტარკელს შორის გამარჯვებული იქნება.