Belive

კარტინგის ჩემპიონატი საქართველოში

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს საავტომობილო სპორტის ისტორიაში პირველად  15 წლის შემდეგ  საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში მიმდინარეობს. 27 სექტემბერს 12:00 საათზე რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე საქართველოს სავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით და GoKartGeorgia ორგანიზებით  ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართება. მასში მონაწილეობას 10-მდე ლიცენზირებული სპორტსმენი ბავშვი მიიღებს. შეგახსენებთ,რომ პირველი ეტაპი სანდრო ქაჯაიას გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები მათე კობახიძე და ლადო კუხიანიძემ გაინაწილეს.

სხვა სტატიები