Belive

კარტინგის ჩემპიონატი საქართველოში

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
კვირას, 2020 წლის 25 ოქტომბერს, რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე, საქართველოს ჩემპიონატი, კარტინგში Rotax Micro/Mini Max კლასში ფინალური ეტაპი გაიმართება. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მასში, ათამდე ლიცენზირებული, მოზარდი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მოზარდების ვარჯიში კი, ირაკლი ხიდეშელის მეთვალყურეობით მიმდინარეობს. 15 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში კარტინგის ჩემპიონატი, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA), ეროვნული საავტომობილო ფედერაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროორს მხარდამჭერითა და Karting Club Georgia -ს ორგანიზებით იმართება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება 2 სავარჯიშო გარბენი, 1 საკვალიფიკაციო გარბენი და 2 ფინალური რბოლა. რბოლებისას დაფიქსირებული შედეგების შეჯამებით გამოვლინდება ეტაპის გამარჯვებული.

სხვა სტატიები