Belive

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველო რუსეთს ჩაანაცვლებს

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებმა ხელბურთის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დისკვალიფიკაცია მიიღეს. ოფიციალური გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნულ გუნდებს საქართველო და ლუქსემბურგი ჩაანაცვლებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ რუსები და ბელარუსები სპორტული ღონისძიებებიდან უკრაინაში შეჭრისა და დაწყებული ომის გამო მოკვეთეს. როგორც ცნობილია, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მე-4 კალათაში მოხვდა. წილისყრა 31 მარტს გაიმართება, რომლის შემდეგაც 32 ნაკრები 8 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. ევრო 2024-ზე თამაშის უფლებას 20 მათგანი მოიპოვებს.