Belive

კიევის გრან პრიზე სალომე ფაჟავამ ოქროს მედალი მოიპოვა

5 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
კიევში გამართულ გრან პრიზე მხატვრულ ტანვარჯიშში სალომე ფაჟავამ ოქროს მედალი მოიპოვა. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წელი ქართველი სპორტსმენისთვის წარმატებული გამოდგა - მან 2019 წლის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კიევის გრან პრი ოქროს მედლით დაასრულეთ. რა დისციპლინაში გახდით ჩემპიონი და რამდენად პრესტიჟულია აღნიშნული ტურნირი? კიევის გრან პრის ეტაპი ძალიან პრესტიჟული და რეიტინგული ტურნირია. წელს 2 გრან პრის ეტაპი გავიარე - პირველი იყო თებერვალში რომლითაც დავიწყე სეზონი და საკმაოდ წარმატებულად დავიწყე, ბრინჯაოს მედლით გურზებით ვარჯიშში. ასევე კიევში გურზებით მოვიპოვე ოქროს მედალი მიმდინარე წელს ეს თქვენთვის მეორე გრან-პრია სადაც მედლის მოპოვება შეძელით. მანამდე მოსკოვში ბრინჯაო აიღეთ. აღნიშნული ტურნირები სალიცენზიო ხასიათს ატარებს თუ არა? ლიცენზია სამწუხაროდ გრან პრის ეტაპებით არ მოიპოვება, ეს მხოლოდ ხელს უწყობს რეიტინგში ადგილის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ, 2019 წელს რომელი მნიშვნელოვანი ტურნირებია დაგეგმილი? წლევანდელი წელი ძალიან დატვირთული მაქვს: ევროპის ჩემპიონატამდე, რომელიც ქალაქ ბაქოში გაიმართება, სამი მსოფლიო თასის ეტაპი უნდა გავიარო. წელს ასევე გაიმართება მეორე ევროპული თამაშები, რომელიც ქალაქ მინსკში გაიმართება. შემდგომ გვექნება კიდევ რამოდენიმე მსოფლიო თასის ეტაპი და ყველაზე მნიშვნელოვანი სალიცენზიო მსოფლიო ჩემპიონატი სექტემბერში, რომელიც ასევე ბაქოში გაიმართება.

სხვა სტატიები