Belive

კიუშუ ბაშო: დღე V (ქართველთა და ზოგადი მდგომარეობა, ლიდერთა სია)

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
10 ნოემბერს 2019 წლის უკანასკნელი სუმოს სუპერტურნირი - კიუშუ ბაშო დაიწყო, სადაც მონაწილეობას ქართველი სუმოისტებიც იღებენ. კიუშუ ბაშო პირველ რიგში გამორჩეული იმით იყო, რომ ტოჩინოშინს ანუ ლევან გორგაძეს 10 მოგების შემთხვევაში ოძეკის წოდების დაბრუნება შეეძლო, თუმცა რიგით მე-4 საბრძოლო დღის ბოლოს ქართველი სეკიტორი ასპარეზობიდან მოეხსნა, მიზეზი კი ნეკნის მოტეხილობაა, რომელიც ტაკარაფუჯისთან წარმატებული მატჩის შემდეგ მიიღო. რაც შეეხება, მეორე ქართველ მებრძოლს თეიმურაზ ჯუღელს ანუ გაგამარუს, ის ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერია და ხუთი დღის შემდეგ არასახარბიელო შედეგი აქვს - 1 მოგება და 4 მარცხი. მე-6 დღეს გაგას მეტოქე ჯურიოს მე-11 ნომერი აღმოსავლეთიდან კაიშო იქნება. მაკუუჩი დივიზიონში დანაკლისები მრავლადაა, პირველ რიგში ტურნირს დაწყებამდე იოკოძუნა კაკურიუ და მე-12 მაეგაშირა იჩინოჯო მოეხსნა, მათ ოძეკი გოეიდოც მიყვა, შემდეგ ტოჩინოშინი და წაუგებლად მოასპარეზე ვაკატაკაკაგეც გამოეთიშნენ ასპარეზობას. გთავაზობთ მაკუუჩი დივიზიონის ლიდერთა სიას: 4 მოგება და 1 მარცხი:  იოკოძუნა ჰაკუჰო  კ2დ ასანოიამა მ2დ მეისეი მ6დ ენჰო  მ8დ სადანოუმი  მ9დ იუტაკაიამა  მ10დ შოდაი   

სხვა სტატიები