Belive

კიუშუ ბაშო: დღე VII (ქართველთა და ზოგადი მდგომარეობა, ლიდერთა სია)

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
10 ნოემბერს 2019 წლის უკანასკნელი სუმოს სუპერტურნირი - კიუშუ ბაშო დაიწყო. კიუშუ ბაშო პირველ რიგში გამორჩეული იმით უნდა ყოფილიყო, რომ ტოჩინოშინს ანუ ლევან გორგაძეს 10 მოგების შემთხვევაში ოძეკის წოდების დაბრუნების შანსი ჰქონდა, თუმცა რიგით მე-4 საბრძოლო დღის ბოლოს, ქართველი სეკიტორი შეჯიბრიდან მოეხსნა, მიზეზი კი ნეკნის მოტეხილობაა, რომელიც ტაკარაფუჯისთან წარმატებული მატჩის შემდეგ მიიღო. რაც შეეხება, მეორე ქართველ მებრძოლს თეიმურაზ ჯუღელს ანუ გაგამარუს, ის ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერია და შვიდი დღის შემდეგ არასახარბიელო შედეგი აქვს - 1 მოგება და 6 მარცხი. მე-8 დღეს გაგას მეტოქე ჯურიოს მე-9 ნომერი სოკოკურაი იქნება. მაკუუჩი დივიზიონში დანაკლისები მრავლადაა, პირველ რიგში ტურნირს დაწყებამდე იოკოძუნა კაკურიუ და მე-12 მაეგაშირა იჩინოჯო მოეხსნა, მათ ოძეკი გოეიდოც მიყვა, შემდეგ ტოჩინოშინი და წაუგებლად მოასპარეზე ვაკატაკაკაგეც გამოეთიშნენ ასპარეზობას. ასევე ინტერესს იწვევს კადობანში მყოფი ტაკაიასუს ასპარეზობა, რომელსაც ამჟამად 3 მოგება და 4 მარცხი აქვს. გთავაზობთ მაკუუჩი დივიზიონის ლიდერთა სიას: 6 მოგება და 1 მარცხი:  იოკოძუნა ჰაკუჰო  5 მოგება და 2 მარცხი:  კ2დ ასანოიამა მ8დ სადანოუმი მ10დ შოდაი მ13ა ჩიომარუ მ13დ კაგაიაკი  

სხვა სტატიები