Belive

კვარაცხელიას რეიტინგი FIFA 23-ში ცნობილია

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2022 წლის 30 სექტემბერს ყველაზე პოპულარული სპორტული კომპიუტერული თამაშის ახალი ვერსია გამოდის. FIFA 23-ის ოფიციალურ პრემიერამდე, ინტერნეტში რამდენიმე ფეხბურთელის რეიტინგი გავრცელდა.

მათ შორის ცნობილია ხვიჩა კვარაცხელიას რეიტინგიც. მისი რეიტინგი 74 იქნება. ქართველ გარემარბს ასეთი მონაცემები აქვს: 66 დარტყმა, 79 დრიბლინგი, 61 სისწრაფე, 71 პასი, 66 ფიზიკურობა და 41 დაცვითი უნარები.

შეგახსნებთ, რომ კრავაცხელია "ნაპოლიში" საუცხოო დებიუტი ჰქონდა. მან სამ შეხვედრაში სამი გოლის გატანა შეძლო და მისი გუნდი დაუმარცხებელია.

შემდეგ შეხვედრას ნეაპოლური კლუბი 31 აგვისტოს "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები