Belive

ლაშა შავდათუაშვილი ფინალშია!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე დღეს კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი გვაქვს. 73 კგ. წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს. ლაშამ შეჯიბრი იაპონელი ტაკეში დოის 32 წამში დაიპონებით დაიწყო, შემდეგ კი იპონ-იპონ ჩამოიცილა ჩინელი ხუ რიგანგი, უკრაინელი არტემ ხომულა და შვედი ტომი მაციასი. ფინალში ლაშას მეტოქე კოსოვოს წარმომადგენელი აკილ გიაკოვა იქნება. ამავე  წონით კატეგორიაში პირველივე ბრძოლა დათმო ფრიდონ გიგანმა. იგი ჩეხ იაკუბ იეცმინეკთან ოქროს დროში დამარცხდა. 81. კგ წონით კატეგორიაში მერვედფინალში გამოეთიშა ასპარეზობას თამაზ კირაკოზაშვილი, გერმანელი ჰანეს კონრადის ძლევის შემდეგ თამაზი ირანელთა მსოფლიო ჩემპიონთან საიდ მოლაეისთან დამარცხდა. შეგახსენებთ რომ გუშინ ორივე წონაში ოქროს მედლები მოვიპოვეთ, 60, კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა იჩემპიონა, 66-ში კი ვაჟა მარგველაშვილმა.

სხვა სტატიები