Belive

ლაშა ტალახაძე მორიგი მსოფლიო ჩემპიონობისკენ ტაქსით მიემართება | PHOTO

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 17 დეკემბერს, 15:00 საათზე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით შეჯიბრზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ-რეკორდსმენი, მსოფლიოს 3-გზის უძლიერესი ძალოსანი - ლაშა ტალახაძე კვლავ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. ტალახაძე ტაშკენტში, სასტუმროდან დარბაზისკენ ტაქსით გაეშურა, რათა კიდევ ერთხელ და კარიერაში მეხუთედ დაეუფლოს მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულს. ამ სახალისო ფოტოს ლაშა ტალახაძისა და საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების ექიმი - გიორგი ჭინჭარაული აქვეყნებს.
269617750_4851691888199772_3594240810256190570_n
 

სხვა სტატიები