Belive

ლაშა ტალახაძემ 10 წლის ბავშვის მკურნალობა დააფინანსა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ, 10 წლის საბა ბერიშვილის მკურნალობა დააფინანსა. 27 იანვარს, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 10 წლის საბა ბერიშვილის დახმარებას ითხოვდა და ეს სასწრაფო იყო რადგან ბავშვი უმძიმესი დიაგნოზით თურქეთის კლინიკაში მოხვდა და თუ ოჯახი მეორე დღემდე 10 ათას დოლარს არ გადაიხდიდა, ქართველი ბავშვი ქუჩაში დარჩებოდა. საღამოს კი, კვლავ ნანუკა ჟორჟოლიანმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლაშა ტალახაძე 10 წლის ბავშვი- საბა ბერიშვილის დახმარებისთვის საჯაროდ მადლობას უხდის.

სხვა სტატიები