Belive

ლევან მატიაშვილმა ბრაზილიელ მეტოქესთან წააგო

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს დიუსელდორფის გრანდ სლემის ბოლო დღეა, სადაც -90, -100 და +100 წონით კატეგორიები ასპარეზობენ. ლაშა ტაველური (-100) უკვე გამოეთიშა ტურნირს, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-90) კი ბრძოლა ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ მოახერხა. +100 წონით კატეგორიაში, ონისე ბუღაძე მე-2 ეტაპზე იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას დაუპირისპირდა და დამარცხდა. რაც შეეხება ლევან მატიაშვილს (+100), ქართველმა ძიუდოისტმა მე-2 ეტაპზე ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან წააგო. ბოლოს გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ვარლამ ლიპარტელიანს (-100) ჯერ არ უჭიდავია.

სხვა სტატიები