Belive

Live.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მარიამ ბოლქვაძესთან

4 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 156-ე ჩოგანი ქალთა თანრიგში, მარიამ ბოლქვაძე, Live.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა. მარიამმა თავისი კარიერის საწყისებზე, აწმყოსა და მომავალზე ისაუბრა. მან განვლილ US Open-ზეც ისაუბრა, სადაც მეორე ეტაპზე მსოფლიოს მეორე ჩოგანთან, კაროლინა პლიშკოვასთან დამარცხდა. გთავაზობთ ინტერვიუს მარიამ ბოლქვაძესთან:   რა ასაკში დაინტერესდით პირველად ჩოგბურთით და ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი? პირველად ჩოგბურთის შესახებ 8 წლის ასაკში გავიგე, ჩემი ახლობელი თამაშობდა ლონდონში და მე ბურთებს ვუგროვებდი, შემდეგ ბათუმში ჩამოსვლისთანავე დედამ გიორგი დიკტობულოსთან შემიყვანა. რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული პროფესიონალ ჩოგბურთელად ჩამოყალიბება? ზოგადად საქართველოში ვფიქრობ რომ რთულია ნებისმიერ საქმეში კარგი პროფესიონალი რომ იყო რადგან ყველგან თავისებური სირთულეებია. მაგალითად პატარა ასაკიდან ლონდონში მომიწია წასვლა და იქ მარტო ცხოვრება, დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო მშობლების და მეგობრების გარეშე ცხოვრება 14-15 წლის ასაკში, მაგრამ დედაჩემი გვერდში დამიდგა, ფსიქოლოგებიც დამახმარა და მარტივად გამოვძვერით. ზოგადად ბევრის დათმობა გიწევს, როცა ჩემი მეგობრები გადიოდნენ გასართობად ხანდახან რა თქმა უნდა მეც ვუერთდებოდი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მიწევდა ან სახლში ადრე დაძინება ან საერთოდ არ ვიყავი ხოლმე ქვეყანაში, მაგრამ ამას ნეგატიურად არ ვუყურებ. ასევე იყო პერიოდი როცა ამერიკის უნივერსიტეტები მთავაზობდნენ იქ წასვლას სასწავლებლად სრული დაფინანსებით, ესეც ფსიქოლოგიურად რთული გადაწყვეტილება იყო, ყველას ჩემს ირგვლივ ჩემი იქ წასვლა უნდოდა, მაგრამ ჩემი მწვრთნელის დახმარებით გადავდგი ის ნაბიჯი რომ უარი მეთქვა და ძალიან კმაყოფილი ვარ დღემდე ამ გადაწყვეტილებით. ვინ არის თქვენი კუმირი როგორც ქალ, ასევე კაც ჩოგბურთელთა შორის, ვისგან სწავლობთ ყოველდღიურად? ზოგადად ჩოგბურთის ყურება არ მიყვარს და კუმირიც არ მყავს, თამაშით რა თქმა უნდა სერენა და ფედერერი არიან ლეგენდალური ჩოგბურთელები ჩემთვის. როგორ ემზადებით მომავალი ტურნირებისთვის და რა გეგმები გაქვთ მომავალში? ჯერჯერობით ვისვენებ, რამოდენიმე დღე დამრჩა დასვენების და ვცდილობ ბოლომდე გამოვიყენო, ორშაბათიდან ფიზიკურ მომზადებას ვიწყებ რომ გავძლიერდე და შემდეგ უკვე ტურნირებსაც ავარჩევ. US OPEN-ზე მთელმა საქართველომ უყურა თქვენს თამაშებს და გგულშემატკივრობდით, რა შეგიძლიათ უთხრათ ქართველ გულშემატკივრებს? მინდა რომ დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მიგულშემატკივრა, განსაკუთრებით იმათ ვინც მოდიოდა ჩემს თამაშებზე, ეს ძალიან მაძლიერებდა კორტზე. ზოგადად საქართველოში ბავშვობიდან დადებით ემოციას ვიღებ უმეტესად და ეს ძალიან მიხარია. რას იტყოდით განვლილ US Open-ზე რა პლიუსები და მინუსები დაინახეთ თქვენს თამაშში როგორც პერას ასევე მსოფლიოს მეორე ჩოგან, პლიშკოვას წინააღმდეგ? პლიუსები - აქამდე რაც ვიცოდით მე და ჩემმა მწვრთნელმა, სტრატეგია რომელიც თამაშებს მაგებინებდა, ამან არამარტო კარგ მოთამაშეებთან არამედ ასეულის მოთამაშეებთანაც, გაამართლა ასე რომ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, ასევე ხასიათით სულ მებრძოლი ვიყავი და არაფერი ახალი არ დამინახავს, მაგრამ ეგეც პლიუსია. მინუსი - ფიზიკური სისუსტეა რასაც ვცდილობ რომ გამოვასწორო. რა არის თქვენი ოცნება საჩოგბურთო სამყაროში? ოცნება ზოგადად არ გამაჩნია, თუ რამე მომინდება მიზნად ვისახავ და როგორც ოცნებას ესე არაფერს არ ვუყურებ ცხოვრებაში, მიზანია რომ ჯერ ასეულში შევიდე და შემდეგ ვნახოთ.  

სხვა სტატიები