Belive

ლუკა მაისურაძე თელ-ავივის გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორია

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
23 იანვარს სტარტი თელ-ავივის გრან პრიმ აიღო. სამწუხაროდ პირველი დღე ქართველთათვის უშედეგო გამოდგა და დღე უმედლოდ დავასრულეთ. დღეს კი საქართველოს სახელით: ლუკა მაისურაძე (-81 კგ) და მარიამ ჭანტურია (-70 კგ) ასპარეზობდნენ. ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრან პრი გამარჯვებით გახსნა. იგი განთესილი იყო და მეორე რაუნდიდან ჩაერთო საქმეში, სადაც მისი მეტოქე ყაზახი - რუსლან მუსაიევი იყო. ლუკამ შეძლო ყაზახი ფალავანის დამარცხება და შემდეგ, მე-3 ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე თურქი - მუჰამედ კოჩი იყო. ლუკამ თურქული ბარიერიც დაძლია და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე საკმაოდ ძლიერი ბერძენი - ალექსიოს ნტანატსიდისი გახლდათ. ქართველი ფალავანი ბერძენთან ვერაფერს გახდა და სამწუხარო მარცხი იწვნია. ლუკა დამამშვიდებელ რაუნდში გადაერთო და რუს - ტურპალ ტეპკაევს დაუპირისპირდა, სადაც იმარჯვა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი მან თურქეთის სახელით მოასპარეზე ქართველი - ვედათ ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი) დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
რაც შეეხება მარიამ ჭანტურიას, მარიამი ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო და იგი დანიელ - ემილი სუკის დაუპირისპირდა, რომელთანაც დამარცხდა და ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა.

სხვა სტატიები