Belive

ლუხუმ ჩხვიმიანი დიუსელდორფის გრანდ სლემის ნახევარფინალშია!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 22 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემმა დიუსელდორფში. დღეს, იასპარეზებენ -60 და -66 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -60 კილოგრამში საქართველოს სახელით ჯაბა პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობდნენ, სადაც ჯაბა პაპინაშვილი მერვედფინალურ ეტაპზე გამოვარდა, ხოლო -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გიორგი გუგულაშვილი ასპარეზობდა, რომელიც მეორე რაუნდში დამარცხდა და დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა. -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი 1/4 ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ქართველს – ლუკა მხეიძეს  შეხვდა.  ქართველმა ფალავანმა მეტოქე დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა. ლუხუმ ჩხვიმიანის შემდეგი მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ქართველი – რობერტ მშვიდობაძე იქნება.

სხვა სტატიები