Belive

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია! (ვიდეო)

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
რამდენიმე საათის წინ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, 2019 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. დღევანდელ, პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ღირსებას -60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან პაპინაშვილი იცავდნენ. ლუხუმ ჩხვიმიანი საქმეში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე ჰონგ კონგელი იუ ლონგ ლაი იყო, რომელიც ქართველმა დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც მას -60 კგ წონის ერთ-ერთი ლიდერი, ესპანელი – ფრანცისკო გარიგოსი შეხვდა. საბედნიეროს ლუხუმ ჩხვიმიანმა მისი დამარცხებაც შეძლო და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც კვლავ წონის ერთ-ერთ ლიდერთან, ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკესთან მოუწია შებრძოლება. ლუხუმმა კვლავ იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე უკრაინელ არტემ ლესიუკი იყო. ლუხუმ ჩხვიმიანმა უკრაინელიც დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ტაიპეის წარმომადგენელი – იანგ იუნგ ვეი იყო. ქართველმა ფალავანმა საოცარ სვლა 1/4 ფინალშიც გააგრძელა და ტაიპეის წარმომადგენელიც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იაპონელი – რიუჯუ ნაგაიამა იყო. საოცარ ფორმაში მყოფმა ლუხუმმა წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია მოახდინა და იაპონიაში იაპონელი განაიამა დაამარცხა. ამ გამარჯვებით იგი ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უზბეკი შარაფუდდინ ლუტფილაევსი იყო. ლუხუმმა უზბეკიც დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეოთხე ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები