Belive

მადრიდის რეალთან შეხვედრაში შერმადინი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" 2021 წლის პირველი შეხვედრა გამართა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ტენერიფემ" "მადრიდის რეალს" უმასპინძლა და შეხვედრა 7-ქულიანი სხვაობით ანგარიშით 85:92 წააგო. ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, საერთო ჯამში კი პარკეტზე 25:15 წუთი ითამაშა, რა დროშიც შერმადინმა 18 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გიორგიმ 14-დან 8-ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ამ შედეგით შერმადინი "ტენერიფეს" რიგებში საუკეთესო იყო. 17 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში შერმადინის "ტენერიფე" 28 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ "მადრიდის რეალს" 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ "რეალს" მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას ესპანეთის ჩემპიონატში "გიპუსკოასთან" გამართავს.

სხვა სტატიები