Belive

მაიამის მასტერსი | გორგოძის მეტოქე ძირითად ბადეში ცნობილია

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ეკო გორგოძემ გუშინ მაიამის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა. ქართველი ჩოგბურთელი თავის მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს. პირველ წრეში ეკო უკრაინელ ანჰელინა კალინინას (51) დაუპირისპირდება. გორგოძეს აღნიშნულ მეტოქესთან კარიერაში ერთხელ, გასულ წელს უთამაშია. ორლანდოში ჩატარებული თამაში კალინინას გამარჯვებით, 6:3; 6:0 დასრულდა. მსოფლიოს 123-ე ჩოგანმა, ეკო გორგოძემ ძირითად ბადეში გასვლით 15 ქულა მიიღო და რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა. უკრაინელი და ქართველი ჩოგბურთელების დაპირისპირება 22:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები