Belive

მაისის ბაშო იწყება | ცნობილია ტოჩინოშინის საწყისი ორი დღის ოპონენტები

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
სუმოს სამყარო 2021 წლის რიგით მესამე სუპერტურნირის, ნაცუ ბაშოს, მოლოდინშია. აღნიშნული სტარტს 9 მაისს აიღებს და ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურნირი ტოკიოში, "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ჩატარდება. ნაცუ ბაშოზე მონაწილეობას მიიღებს ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინი, რომელიც მიუხედავად წინა ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსისა, სუმოს მამებმა იდენტურ პოზიციაზე, აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში წარმოადგინეს. პირველ დღეს, ქართველი ფალავანის მეტოქე დასავლეთის მე-6 მაეგაშირა იჩინოჯო იქნება, რომელთანაც აქამდე ჩატარებული 24 შეხვედრიდან 16 ლევან გორგაძის გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება მეორე დღეს, ტოჩინოშინს ოპონირებას აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ცურუგიშო გაუწევს. იმის გათვალისწინებით, რომ იაპონიაში კოვიდ-19-ის მიზეზით 11 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ტურნირის საწყისი დღეები უმაყურებლოდ ჩაივლის, შემდეგ კი დარბაზის ტევადობის 50%-ს დასწრება იქნება შესაძლებელი, რაც დაახლოებით 5,500 მაყურებელია.  

სხვა სტატიები