Belive

მაისის ბაშოს განახლებული რეიტინგი | მაისის ბაშოზე ერთადერთი მოქმედი იოკოძუნა იასპარეზებს

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
სუმოს სამყარო 2021 წლის რიგით მესამე სუპერტურნირის, ნაცუ ბაშოს, მოლოდინშია. აღნიშნული სტარტს 9 მაისს აიღებს და ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამთენიისას, იაპონური სუმოს ასოციაციამ გამოაქვეყნა განახლებული რეიტინგი (ბანძუკე), სადაც ბევრი ცვლილებაა, თუმცა მათგან რამდენიმე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ნაცუ ბაშოზე მონაწილეობას მიიღებს ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინი, რომელიც მიუხედავად წინა ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსისა, სუმოს მამებმა იდენტურ პოზიციაზე, აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში წარმოადგინეს. ცვლილებაა სეკივაკეების რიგებში, სადაც ექს-ოძეკი ტაკაიასუმ კომოსუბის პოზიციიდან, ტერუნოფუჯის ადგილი დაიკავა და აღმოსავლეთის პირველი სეკივაკეა, ეს უკანასკნელი კი, როგორც ცნობილია მაისის ბაშოდან ოძეკის რანგში იასპარეზებს. რაც შეეხება კომოსუბებს, მაისში აღნიშნული რანგის მატარებელი ორი სუმოისტი იქნება - მიტაკეუმი და დაიეიშო. 4 ოძეკს შორის პირველ პოზიციას ანუ აღმოსავლეთის პირველი ოძეკის რანგს ასანოიამა იკავებს, შემდეგ ტაკაკეიშოა (ო1დ), შემდეგ შოდაი (ო2ა) და ოძეკებს შორის ყველაზე დაბალ პოზიციაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ახლადაღზევებული ტერუნოფუჯია (ო2დ). როგორც ცნობილია, სუმოს სამყაროს აწ უკვე ერთადერთი იოკოძუნა ჰაკუჰო დარჩა, რომელმაც თავის მხრივ ასევე კარიერის დასრულება დააანონსა - ივლისის ბაშო მისთვის ბოლო იქნება.    

სხვა სტატიები