Belive

მამარდაშვილი ძაკარდოს ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე (ფოტო)

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი UEFA-მ წლის ყველაზე იმედისმომცემ 50 ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის შეიყვანა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ფოტო გამოაქვეყნა მსოფლიო ჩემპიონმა და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტიან ძაკარდომ. ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტზე 39 წლის იტალიელმა მამარდაშვილი მონიშნა.
გეტყვით, რომ ძაკარდო იტალიურ საფეხბურთო სააგენტოებთან თანამშრომლობს, ეს კი 19 წლის მეკარის მომავალი კარიერისთვის, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გამოდგეს. შეგახსენებთ, რომ თბილისის "ლოკომოტივის" მოთამაშე ახლახანს ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა.

სხვა სტატიები