Belive

მამუკა გორგოძემ TOP 14-ის პირველი ტურის მატჩში ორი ლელო დადო

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს საფრანგეთის TOP 14-ის ახალმა სეზონმა აიღო სტარტი. მამუკა გორგოძის "ტულონი" სტუმრად "აჟენს" დაუპირისპირდა და მეტოქე 25:44 დაამარცხა. ქართველმა მორაგბემ სეზონის პირველ მატჩში საკმაოდ კარგად ითამაშა და "აჟენი" ორჯერ დაალელოვა. მამუკამ ჯერ მე-13, შემდეგ კი, 59-ე წუთზე გამოიჩინა თავი. საერთო ჯამში, "ტულონმა" მეტოქეს 6 ლელო დაუდო და ბონუს ქულის მოპოვებაც მოახერხა. მომდევნო ტურის შეხვედრას "ტულონი" 31 აგვისტოს "ბორდოსთან" გამართავს.

სხვა სტატიები