Belive

მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის ტურნირის ფინალში გავიდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს 195-ე ჩოგანმა, მარიამ ბოლქვაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ტურნირის (ITF60k - President's Cup) ნახევარფინალში ბელარუსი მეტოქე, იულია ჰატოუკა (262) ორ სეტში, ანგარიშით 6:4; 6:4 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ნახევარფინალური დაპირისპირება 1 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა. ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ვალერია სავინიხი (რუსეთი; 196) იქნება, რომელმაც დღეს ეკატერინა შალიმოვას ორ სეტში მოუგო. გადამწყვეტი მატჩი კვირას, 18 ივლისს, 10:00 საათზეა ჩანიშნული. მარიამ ბოლქვაძეს ფინალში გასასვლელად 4 შეხვედრის მოგება დასჭირდა - 23 წლის ჩოგბურთელმა ყველა მატჩში სეტის წაუგებლად იმარჯვა.

სხვა სტატიები