Belive

მარტის ბაშოს განახლებული რეიტინგი

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
სუმოს სამყარო 2021 წლის რიგით მეორე სუპერტურნირის, ჰარუ ბაშოს, მოლოდინშია. აღნიშნული სტარტს 14 მარტს აიღებს და ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამთენიისას, იაპონური სუმოს ასოციაციამ გამოაქვეყნა განახლებული რეიტინგი (ბანძუკე), სადაც ქართველ სეკიტორ, ლევან გორგაძესაც ახალი პოზიცია უკავია. სუმოს მამებმა ექს-ოძეკი ტოჩინოშინი, შეიძლება ითქვას, რომ მოსალოდნელზე ნაკლებად დააქვეითეს - მარტში ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას სტატუსით იასპარეზებს. რეიტინგის სათავეში იოკოძუნა ჰაკუჰოა მოქცეული, მის კვალდაკვალ კი ასევე იოკოძუნა კაკურიუ. ოძეკებს შორის პირველი ნომერი შოდაი (აღმოსავლეთის პირველი ოძეკი) იქნება, შემდეგ ასანოიამა (დასავლეთის პირველი ოძეკი) და შემდეგ ტაკაკეიშო (აღმოსავლეთის მეორე ოძეკი), რომელიც კადობანშია ჩაყენებული და დადებითი ბალანსის ვერდაფიქსირების შემთხვევაში, ოძეკის დიდებულ წოდებასთან დამშვიდობება მოუწევს.
ბანძუკე

სეკივაკეები ტერუნოფუჯი და ტაკანოშო იქნებიან, ხოლო კომოსუბის წოდებას 3 მებრძოლი ატარებს, ესენი არიან: ტაკაიასუ, მიტაკეუმი და განვლილი ბაშოს ჩემპიონი დაიეიშო. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, გამომდინარე რთული სიტუაციიდან, სუმოს მამებმა დაიეიშო, რომელმაც განვლილი ბაშო 13-2-ზე ბალანსით დაასრულა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა, მხოლოდ 1 საფეხურით დააწინაურეს - იყო დასავლეთის პირველი მაეგაშირა, გახდა დასავლეთის მე-2(!) კომოსუბი.    

სხვა სტატიები