Belive

მარცხი მე-2 რაუნდში - ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს გამოეთიშა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის შტუტგარტის 250-იანი ტურნირი მე-2 წრეში დასრულდა. ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში მარინ ჩილიჩთან (47) უშანსოდ, 6:3; 6:2 დამარცხდა. დაპირისპირება მხოლოდ 59 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც 32 წლის ხორვატმა ჩაწოდების საოცარი სიზუსტე გამოავლინა - ჩილიჩმა დღევანდელ თამაშში 19 ეისი შეასრულა. 29 წლის ქართველმა მარინის წინააღმდეგ არადამაჯერებლი შეხვედრა ჩაატარა. ბასილაშვილმა მეტოქეს ბრეიკის 11 შანსი მისცა, საიდანაც ჩილიჩმა 3-ის გამოყენება მოახერხა. საპირისპიროდ, ნიკოლოზს მეტოქის დაბრეიკების ერთი შესაძლებლობაც არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ბალახის ტურნირის პირველ წრეში დასტინ ბრაუნი (303) 2 სეტში დაამარცხა.

სხვა სტატიები