Belive

მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში დაწინაურდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მერაბ დვალიშვილმა ქართული MMA-ის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გამატჯვება მოიპოვა. მან ბრაზილიელი ლეგენდა ჟოზე ალდო სამრაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ქართველი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და შედეგიც ლოგიკური იყო. ეს გამარჯვება მშვენიერი შანსია იმისათვის, რომ მერაბმა უფრო დიდი ბრძოლებიც მიიღოს და ნანატრ საჩემპიონო ქამარს დაეუფლოს.

ბრაზილიელი ლეგენდის დამარცხებით დვალიშვილი  სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა. მერაბმა სამი საფეხურით აიწია  მებრძოლთა სიაში და ახლა მესამე ადგილს იკავებს. მის წინ მხოლოდ ორი მებრძოლია, თიჯეი დილაშოუ და პიოტრ იანი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველის მეტოქე ალდო რეიტინგში დაქვეითდა და ახლა ის მეექვსე ადგილს იკავებს. რაც შეხეება წონის ჩემპიონს, სუპერმსუბუქი წონის ქამარს, მერაბის ახლო მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი ფლობს.

სხვა სტატიები