მერაბ დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა!

მერაბ დვალიშვილი რეიტინგში დაწინაურდა. ქართველმა მებრძოლმა მე-15 ადგილიდან მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.

UFC-ის განახლებულ რეიტინგში, ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნო სიახლეა. ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის (BANTAMWEIGHT) საუკეთესო მებრძოლებს შორის, მერაბ დვალიშვილი მოხვდა.

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა შეძლო. მერაბ დვალიშვილს TAKEDOWN-ების ერთ-ერთი საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს (7.8) და ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის საუკეთესო 15 მებრძოლს შორის დამსახურებულ ადგილს იკავებს. მან UFC-ში ზედიზედ 5 გამარჯვების მოპოვება შეძლო, უკანასკნელ ბრძოლაში კი მან ჯონ დოდსონი დაამარცხა.

ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის (BANTAMWEIGHT) ჩემპიონის ტიტულს პეტრ იანი ფლობს, პირველ ადგილს კი მარლონ მორაეში იკავებს.

 

მერაბ დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა! 1

(5632)

მერაბ დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა!

სტატიის ავტორი
-