Belive

მეტოქე ცნობილია - ქართველი წყალბურთელები ძლიერ მეტოქესთან ითამაშებენ

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
წყალბურთში, ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა მოახერხა. დეიან სტანოევიჩის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. უკვე ცნობილია იმ გუნდის ვინაობა, რომელსაც ქართველები მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან. ჩვენი ნაკრების მეტოქე ხვალ ხორვატიის უძლიერესი გუნდი იქნება. ტურნირის წესების თანახმად, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასული ნაკრები პლეი-ოფში მეორე ჯგუფის მეორეადგილოსანს ეთამაშება. ვინაიდანაც ხორვატებმა, საკმაოდ მოულოდნელად, რუსეთთან წააგეს, საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე მოსახვედრად რთული ბარიერის დაძლევა მოუწევს. საქართველოსა და ხორვატიას შორის მატჩი 19 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები