Belive

მეცის ტურნირის მეორე რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ახალი კვირიდან მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მეცის 250-ქულიან ტურნირზე ასპარეზობს, სადაც ის მე-2 ნომრადაა განთესილი და სწორედ ამის გამო ასპარეზში მეორე ეტაპიდან განამწესეს. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს 129-ე ნომერ იანიკ მადენსა და 65-ე ჩოგან, ადგილობრივ უგო უმბერტს შორის უნდა გარკვეულიყო - აღნიშნული დაპირისპირების გამარჯვებული, 3-სეტიანი ბრძოლის შედეგად იანიკ მადენი გახდა. ბასილაშვილისა და მადენის შეხვედრა დღეს, 19 სექტემბერს, 21:30 საათზეა ჩანიშნული, აღნიშნული შეხვედრის გამარჯვებული ფრანგული წყვილის, პიერ ერბერისა და ჟო-უილფრიდ ცონგას გამარჯვებულს შეხვდება. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.

სხვა სტატიები