მილტონ ჰეიგმა განმარტა, თუ რატომ არ ითამაშებს ჟვანია მსოფლიო ჩემპიონატზე

5.71K
ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა. გუნდში ვერ მოხვდა ზურა ჟვანია. “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა განმარტა, თუ რატომ დარჩა სიის მიღმა ჟვანია.

“მიზეზი ნორმატივია, ჟვანია არ იყო ფორმაში იმისთვის, რომ შეგვერჩია. არავის პირად ინტერესზე აქ საუბარი არ არის.

ჩვენ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე სხვა რაგბი უნდა ვითამაშოთ და ჟვანია სწორედ ამ მიზეზით ვერ მოხვდა.

ნაკრების 95%-მა ნორმატივი ჩააბარა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზურა იმ 5%-ში მოხვდა. ძალიან ბევრი მორაგბე ვერ მოხვდა ნაკრებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აქტიურად ემზადებოდნენ.

რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებით ბედნიერი არ ვარ, მაგრამ ზურამ ასეთი გადაწყვეტილება მიგვაღებინა,” – თქვა მილტონ ჰეიგმა.

(5706)

მილტონ ჰეიგმა განმარტა, თუ რატომ არ ითამაშებს ჟვანია მსოფლიო ჩემპიონატზე

სტატიის ავტორი
-