Belive

მორიგი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატიდან - დავითაძის ვერცხლის მედალი ატაცში

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 89 კგ. წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა რევაზ დავითაძემ. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 165/168/171 კილოგრამები დააფიქსირა, რაც ხსენებული სინჯის მედლის მოსაგებად საკმარისი გამოდგა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ეს საქართველოს ძალოსანთა ნაკრების უკვე მე-4 ვერცხლია. მანამდე სამივე მედალი შოთა მიშველიძის ანგარიშზე იყო. გეტყვით, რომ რევაზ დავითაძე სულ რამდენიმე წუთში ბრძოლას მორიგი მედლისთვის აკვრაში გააგრძელებს.

სხვა სტატიები