Belive

მორიგი ტრავმა სექტემბრის მატჩებამდე - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დაზიანდა (ვიდეო)

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
უნგრეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში "ფერენცვაროშმა" გასვლაზე "ზალაეგერშეგი" 1:2 დაამარცხა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ლაშა დვალი, რომელიც თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ მოედანს სულ რაღაც 2 კვირაა დაუბრუნდა. სამწუხაროდ, 35-ე წუთზე ქართველმა მცველმა კვლავ ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C ჯგუფის ორ შეხვედრას გამართავს. "ჯვაროსნები" 5 სექტემბერს ესტონეთს, ტალინში დაუპირისპირდებიან, ხოლო 8-ში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებენ.

ლაშამ ტრავმა ძალიან განიცადა: 

სხვა სტატიები