Belive

მსოფლიოს გამოხმაურება ლაშა ტალახაძის საოცარ გამოსვლასთან დაკავშირებით

2 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონობის ტიტული შეინარჩუნა და თანაც, 3 ახალი მსოფლიო რეკორდით! ქართველმა ძალოსანმა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ ჩემპიონატზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ ყველას აჯობა, ისევ საკმაოდ მარტივად და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეხუთედ მოიპოვა! ტალახაძემ სამი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა: ლაშამ ატაცში ისტორიული 225 კგ დააფიქსირა. ამით მან თავისივე მიღწევა გააუმჯობესა (ტოკიოს ოლიმპიადაზე ატაცში 223 კგ). აკვრაში ლაშამ ასპარეზობა 247 კგ-ით დაიწყო, რაც დააფიქსირა და პირველივე ცდით, როგორც ამ დისციპლინაში, ისე ორჭიდში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის საკმარისი წონა დაუგროვდა. აკვრაში მეორე ცდაზე 28 წლის ძალოსანმა 257 კგ ასწია, ხოლო ბოლო ცდაზე უკვე თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაზე წავიდა და 267 კგ შეუკვეთა, რომელიც კვლავაც წარმატებით დაძლია. ორჭიდში ლაშას 492 დაუგროვდა და კიდევ ერთი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

უცხოელების გამოხმაურება ლაშა ტალახაძის ბრწყინვალე გამოსვლასთან დაკავშირებით

   
"ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ მოხსნა მსოფლიო რეკორდი ატაცშიც, აკვრასა და ორჭიდის ჯამშიც. მსოფლიო სპორტში ასეთი დიდი სპორტსმენი და ჰეგემონია იშვიათია". 
   
"რას აკეთებს ლაშა ტალახაძე!!!"
   
"ლაშა ტალახაძე ღმერთის დონეზეა, როგორ შეიძლება სპორტსმენმა ყველა შეჯიბრზე რეკორდები დაამყარო, თანაც შენი მოხსნილი რეკორდები. წარმოუდგენელი და დაუჯერებელია...". 
 
"მე ჰიუსტონში, დარბაზში ვიყავი როდესაც ალექსეი ლოვჩევმა რეკორდი დაამყარა, 212 კგ (211 - ოფიციალურად, ავტ. შენიშვნა), ატაცში და 264 კგ აკვრაში. მთელი დარბაზი ზანზარებდა როდესაც მან ეს ჩაიდინა, დაუჯერებელია რომ ტალახაძემ 13 კგ-ით მეტი ასწია". 
 
"ლაშა ტალახაძე არის საუკეთესო "GOAT"-ი, რომელიც სავსეა ღვთიური ძალით". 
 

სხვა სტატიები