Belive

ნაგოია ბაშო მე-10 დღე - მაკუუჩის ლიდერთა სია და გაგამარუს მდგომარეობა

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ნაგოიაში მიმდინარე სუმოს 2019 წლის რიგით მეოთხე სუპერტურნირი ქართველთათვის წარუმატებლად მიმდინარეობს. ჩვენმა ოძეკიმ, ტრავმებიდან გამომდინარე, ასპარეზი უკვე დაასრულა. რაც შეეხება გაგამარუს, ის ჯურიოს მეორე ნომერია და ასევე ტრავმირებული ასპარეზობს - სწორედ ესაა მისი წარუმატებლობის მიზეზი. მე-10 დღის ბოლოს, გაგას ბალანსი 2 მოგება და 8 მარცხია, რაც ოფიციალურად უარყოფითი ბალანსია და იმის მაუწყებელია, რომ მომდევნო ბაშოზე გაგა რეიტინგში დაქვეითდება. მე-11 დღეს გაგას მეტოქე ჯურიოს მე-8 ნომერი აღმოსავლეთიდან, დაიამამი იქნება. რაც შეეხება მაკუუჩი ანუ უმაღლეს დივიზონს, აქ საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა. მე-9 დღის ბრძოლაში პირველად დამარცხდა თეთრი ფენიქსი, ანუ მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომლის მეტოქეც თანამემამულე, ყველაზე მძიმეწონოსანი მებრძოლი იჩინოჯო გახლდათ. ჰაკუჰომ მეათე დღის ორთაბრძოლა სეკივაკე ტამავაშის ცხელ გულზე ძალიან მარტივად მოუგო. ნაგოია ბაშოზე დაუმარცხებელი მხოლოდ იოკოძუნა კაკურიუა, მან დღეს მეათე მოგება მე-9 დღის "გმირ" იჩინოჯოს წინააღმდეგ მოახერხა. გთავაზობთ ჩემპიონობისათვის მებრძოლ სუმოისტებს მე-10 დღის ბოლოს დაფიქსირებული მონაცემებით: 10 მოგება - იოკოძუნა კაკურიუ  9 მოგება - იოკოძუნა ჰაკუჰო  8 მოგება - ოძეკი ტაკაიასუ, ა7მ მიოგირიუ, დ7მ ტომოკაძე, დ16მ  ტერუცუიოში 7 მოგება -  დ1მ ჰოკუტოფუჯი, დ14მ ენჰო, ა16მ კოტოიუკი

სხვა სტატიები