Belive

ნაგოია ბაშო მე-12 დღე – მაკუუჩის ლიდერთა სია და გაგამარუს მდგომარეობა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნაგოიაში მიმდინარე სუმოს 2019 წლის რიგით მეოთხე სუპერტურნირი ქართველთათვის წარუმატებლად მიმდინარეობს. ჩვენმა ოძეკიმ, ტრავმებიდან გამომდინარე, ასპარეზი უკვე დაასრულა. რაც შეეხება გაგამარუს, ის ჯურიოს მეორე ნომერია და ასევე ტრავმირებული ასპარეზობს - სწორედ ესაა მისი წარუმატებლობის მიზეზი. მე-12 დღის ბოლოს, გაგას ბალანსი 2 მოგება და 10 მარცხია, რაც იმის მაუწყებელია, რომ მომდევნო ბაშოზე გაგა რეიტინგში დაქვეითდება. მე-12 დღეს გაგას მეტოქე ჯურიოს მე-9 ნომერი მიტორიუ გახლდათ, რომელთანაც კარგი სტარტის მიუხედავად მაინც დამარცხდა. რაც შეეხება მაკუუჩი ანუ უმაღლეს დივიზონს, აქ საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა. მე-9 დღის ბრძოლაში პირველად დამარცხდა თეთრი ფენიქსი, ანუ მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომლის მეტოქეც თანამემამულე, ყველაზე მძიმეწონოსანი მებრძოლი იჩინოჯო გახლდათ, ეს ერთადერთი მარცხია მისთვის. ნაგოია ბაშოზე დაუმარცხებელი მხოლოდ იოკოძუნა კაკურიუა, რომელმაც მე-12 დღეს ჩიოტაირიუ ბრწყინვალე და უიშვიათესი ილეთით დაამარცხა. გთავაზობთ ჩემპიონობისათვის მებრძოლ სუმოისტებს მე-11 დღის ბოლოს დაფიქსირებული მონაცემებით: 12 მოგება - იოკოძუნა კაკურიუ  11 მოგება - იოკოძუნა ჰაკუჰო  10 მოგება - დ16მ ტერუცუიოში 9 მოგება -  დ7მ ტომოკაძე

სხვა სტატიები