Belive

ნაგოია ბაშო მე-9 დღე - მაკუუჩის ლიდერთა სია და გაგამარუს მდგომარეობა

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ნაგოიაში მიმდინარე სუმოს 2019 წლის რიგით მეოთხე სუპერტურნირი ქართველთათვის წარუმატებლად მიმდინარეობს. ჩვენმა ოძეკიმ, ტრავმებიდან გამომდინარე, ასპარეზი უკვე დაასრულა. რაც შეეხება გაგამარუს, ის ჯურიოს მეორე ნომერია და ასევე ტრავმირებული ასპარეზობს - სწორედ ესაა მისი წარუმატებლობის მიზეზი. მე-9 დღის ბოლოს, გაგას ბალანსი 2 მოგება და 7 მარცხია. მე-10 დღეს გაგას მეტოქე ჯურიოს მე-8 ნომერი დასავლეთიდან, შოთა იკიოი იქნება - ის საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი მებრძოლია, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, მას დიდი რეგრესი აქვს. რაც შეეხება მაკუუჩი ანუ უმაღლეს დივიზონს, აქ საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა. მე-9 დღის ბრძოლაში პირველად დამარცხდა თეთრი ფენიქსი, ანუ მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომლის მეტოქეც თანამემამულე, ყველაზე მძიმეწონოსანი მებრძოლი იჩინოჯო გახლდათ. ნაგოია ბაშოზე დაუმარცხებელი მხოლოდ იოკოძუნა კაკურიუა, მას 9 მოგება აქვს. გთავაზობთ ჩემპიონობისათვის მებრძოლ სუმოისტებს მე-9 დღის ბოლოს დაფიქსირებული მონაცემებით: 9 მოგება - იოკოძუნა კაკურიუ  8 მოგება - იოკოძუნა ჰაკუჰო  7 მოგება - ოძეკი ტაკაიასუ, ა7მ მიოგირიუ, დ7მ ტომოკაძე, დ16მ  ტერუცუიოში 6 მოგება - სეკივაკე მიტაკეუმი, დ1მ ჰოკუტოფუჯი, დ4მ იჩინოჯო, ა6მ ჩიოტაირიუ, დ13მ სადანოუმი, დ14მ ენჰო, ა16მ კოტოიუკი    

სხვა სტატიები