Belive

ნარიაშვილმა ფეხი მოიტეხა - მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
"მონპელიეს" ქართველმა მორაგბემ მიხეილ ნარიაშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო. 30 წლის ბურჯმა ფეხი მოიტეხა, რის გამოც მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. გარდა ნარიაშვილისა, "მონპელიეს" ამ სეზონში კიდევ 6 მორაგბე ვერ დაეხმარება. სამწუხაროდ, მიხეილი საქართველოს ნაკრების ზაფხულის ტესტ მატჩებსაც გამოტოვებს. "ბორჯღალოსნები" 3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკას ორჯერ დაუპირისპირდებიან, 17 ივლისს კი შოტლანდიას უმასპინძლებენ.