Belive

ნიკოლოზ ბალისაშვილი უიმბლდონს ბრიტანელი მეტოქით იწყებს

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
28 ივნისს, გაიმართა, უიმბლდონის პირველი ეტაპის (1/64 ფინალი) კენჭისყრა, სადაც გაირკვა ქართველი, ნიკოლოზ ბასილაშვილის, მეტოქე. ნიკას პირველი მოწინააღმდეგე, 32 წლის ბრიტანელი, 205-ე ჩოგანი, ჯეიმს უარდი იქნება. ჩვენებური ტურნირზე მე-18 ნომრად არის განთესილი და პირველ შეხვედრას 1 ივლისს თბილისის დროით 14:00-ზე გამართავს. (შესაძლოა მოხდეს დროის კორექტირება) ასევე გაირკვა თუ ვის შეხვდებიან ტურნირის ფავორიტი ჩოგბურთელები: ჯოკოვიჩი - კოლშრაიბერი ჰარისი - ფედერერი სუგიტა - ნადალი შეგახსენებთ, რომ წლევანდელ უიმბლდონზე პირველ ნომრად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია წარდგენილი, ხოლო მეორე და მესამე ნომრად კი, შესაბამისად, ფედერერი და ნადალი.

სხვა სტატიები