Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მომდევნო ეტაპზეა!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ავსტრალიის ღია პირველობა ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნო სიახლით დაიწყო. მსოფლიოს მე-20 ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საწყის ტურში ამერიკელი მეტოქე, კრისტოფერ ეუბანკსი, 4 სეტში (4:6, 6:4, 6:7, 3:6 ) დაამარცხა და 1/32 ფინალში გავიდა, სადაც იტალიელ სტეფანო ტრავალიას შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ბასილას საუკეთესო მაჩვენებელი ავსტრალიის ღია პირველობაზე დაფიქსირებული მესამე რაუნდია, წელს კი კალენდრის მიხედვით, მას აქვს შანსი მინიმუმ 1/8-ში გავიდეს, სადაც დიდი ალბათობით როჯერ ფედერერს შეხვდება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბასილამ ნოვაკ ჯოკოვიჩთან და რაფაელ ნადალთან ღირსეულად ითამაშა და თითოეულ მათგანს ერთი სეტიც მოუგო, საინტერესო და დაძაბული იქნება მისი მატჩი შვეიცარიელ ლეგენდასთანაც. Live.Ge წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზ ბასილაშვილს და მისი მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები