Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის მეორე რაუნდში უხერხულ მეტოქეს დაუპირისპირდება

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მე-16 პოზიციაზე იმყოფება, 2019 წლის ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას - მას 2018 წელს მოგებული ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირი აქვს დასაცავი. პირველ ეტაპზე ქართველის მეტოქე ბოლივიელი უგო დელიენი გახლდათ, რომელსაც 2-სეტში ბრწყინვალედ გაუმკლავდა. მეორე რაუნდში კი ბასილაშვილი ხუან იგნასიო ლონდეროს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის პირველ შეხვედრაში დავიდოვიჩ ფოკინა დამაჯერებლად დაამარცხა. ქართველისა და არგენტინელის ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ აქამდე მხოლოდ ერთი შეხვედრაა გამართული, 2019 წლის როლან გაროსზე, სულ რაღაც 2 თვის წინ, სადაც ქართველი ჩოგბურთელი უშანსოდ დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირება ლონდერომ საათსა და 30 წუთში, 3 სეტში დაასრულა. ბასილაშვილისა და ლონდეროს შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზეა ჩანიშნული. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს!

სხვა სტატიები