Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე ეტაპზეა, მეტოქე კი საკმაოდ რთული ეყოლება!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ახალი კვირიდან საჩოგბურთო სამყაროში ერთდროულად რამდენიმე ტურნირი დაიწყო, მათ შორისაა ლიონში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირი, სადაც პირველ ნომრად საქართველოს ყველა დროის საუკეთსო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილია განთესილი. ბასილაშვილის მეტოქე პირველ ეტაპზე ტრისტან ლამასინი გახლდათ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 270-ე პოზიციაზე იმყოფება, მას საკმაოდ მარტივად 2 სეტში, ანგარიშით - 7:5, 7:5 გაუსწორდა. მეორე რაუნდში ქართველის მეტოქე საკმაოდ გამოცდილი ფრანგი - ჯო-უილფრიდ ცონგა იქნება, რომელიც 85-ე ჩოგანია. შეხვედრა 23 მაისს, თბილისის დროით 17:15-ზეა ჩანიშნული. ლიონის ტურნირს მოიხსენიებენ, როგორც როლან გაროსის მოსამზადებელ ასპარეზს.  

სხვა სტატიები