Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს ტურნირს გამოეთიშა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს ტურნირის პირველ ეტაპზე უნგრელ, მსოფლიო რეიტინგის 37-ე ნომერ მარტონ ფუქსოვიჩს დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ფუქსოვიჩმა ბრეიკი შეასრულა და პირველი სეტი ანგარიშით - 7:5 გაიმარჯვა. მეორე სეტში ბასილაშვილმა წონასწორობა აღადგინა და სეტი საკუთარ აქტივში მიიწერა - 6:3. მესამე და გადამწყვეტ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა ვერაფერი გააწყო მეტოქის წინააღმდეგ ერთადერთი მოგებული გეიმის გარდა, შესაბამისად ფუქსოვიჩი შემდეგ რაუნდშია. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 7:5, 3:6, 6:1 მარტონ ფუქსოვიჩის სასარგებლოდ.

სხვა სტატიები