Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 38-ე ნომერს შეხვდება

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის მე-20 საფეხურზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე უნგრელ ჩოგბურთელ, მსოფლიო რეიტინგის 38-ე ნომერ მარტონ ფუქსოვიჩს დაუპირისპირდება. ფუქსოვიჩი საკმაოდ კარგ ფორმაშია, ვინაიდან გასულ კვირაში სოფიას ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც დანილ მედვედევის წინააღმდეგ დამარცხდა. როტერდამის ტურნირზე მარტონმა პირველ რაუნდში მარტინ კლიჟანი დაამარცხა, რომელიც რეიტინგში მას მხოლოდ ერთი საფეხურით ჩამორჩება. შეხვედრა 13 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზეა ჩანიშნული, თუმცა შესაძლოა დროის ცვლილებაც. აქამდე ქართველსა და უნგრელს შორის 3 დაპირისპირებაა გამართული, საიდანაც 2 შემთხვევაში ფუქსოვიჩმა იმარჯვა, ხოლო უკანასკნელი დაპირისპირება კი უიმბლდონზე გაიმართა და ნიკოლოზის სასარგებლოდ დასრულდა. ურთიერთშეხვედრებთან დაკავშირებით აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბოლოს ნიკა და მარტონი ერთმანეთს 2015 წელს შეხვდნენ.

სხვა სტატიები