Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის თითქმის 2-წლიანი განხილვა დასრულდა. დღეს მოსამართლემ საბოლოო განაჩენი გამოიტანა და სპორტსმენი უდანაშაულოდ სცნო.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“  ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

პირველ ეტაპზე ნიკოლოზს მოსამართლემ აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. თუმცა, დღეს უკვე მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა და ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ სცნო.

სხვა სტატიები