Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ტურნირს გამოეთიშა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 250-ქულიან ტურნირზე ასპარეზობდა, სადაც პირველ ეტაპზე მისი მეტოქე საკვალიფიკაციო რაუნდის გამარჯვებული, მსოფლიოს 180-ე ჩოგანი დანიელ ბრანდსი გახლდათ. პირველ სეტში საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა შედგა, რომლის ბედიც ტაი-ბრეიკის გადასაწყვეტი გახდა. ტაი-ბრეიკზეც მოთამაშეებმა საკმაოდ დაძაბული სანახაობა გამართეს, რომელშიც ანგარიშით - 9:7 გერმანელმა იმარჯვა. მეორე სეტში ნიკოლოზი უდიდეს უპირატესობას ფლობდა, იგი მეტოქეს 4:0-ს უგებდა 2-ბრეიკიანი უპირატესობით, თუმცა ბრანდსმა მოახერხა და აღმოფხვრა სხვაობა, მეტიც - მან ბრეიკით დაამარცხა ნიკოლოზი, ანგარიშით - 7:5. ამრიგად, ნიკოლოზი სოფიას ტურნირს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა. მომდევნო ტურნირი, რომელშიც ნიკოლოზი მონაწილეობას მიიღებს გახლავთ როტერდამის 500-ქულიანი ტურნირი, რომელიც 11 თებერვალს აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები