Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი წაგების მიუხედავად რეიტინგში დაწინაურებულია

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
5 თებერვალს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე 250-ქულიან ტურნირზე, საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთო. ნიკას პირველი მეტოქე გერმანელი დანიელ ბრანდსი იყო, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა. ვინაიდან ნიკა გასულ წელს სოფიას ტურნირზე არ ასპარეზობდა, მას არანაირი ქულა არ ჰქონდა დასაცავი - შესაბამისად რეიტინგში მისი მონაგარი უცვლელი დარჩა. ამ ეტაპისთვის "არაოფიციალურ" Live რეიტინგში ნიკოლოზი მე-20 პოზიციას იკავებს, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებლის გამეორებაა. ორშაბათს განახლებულ რეიტინგში ნიკოლოზს ან მე-20 პოზიციაზე ვიხილავთ ან 21-ზე, ვინაიდან მისი გადასწრების საშუალება მხოლოდ ლუკა პუიეს აქვს, რომელიც მონპელიეს ტურნირზე გამოდის. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი 11 თებერვლიდან ჰოლანდიაში, კერძოდ როტერდამის ტურნირზე იასპარეზებს, რომელიც, რა თქმა უნდა, ATP-ის ეგიდით ტარდება და 500-ქულიანია.

სხვა სტატიები