ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე დუბაის მოქმედი ჩემპიონი იქნება

684
ნახვა

არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ დუბაიში, მიმდინარე 500-ქულიან ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობს, რომელმაც პირველი რაუნდის შეხვედრა პლანეტის მე-12 ნომერ კარენ ხაჩანოვთან გამართა. ჩვენებურმა შეხვედრა საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა და 2 სეტში (6:4, 6:1) მეტოქე ტურნირს გამოასალმა.

ამ გამარჯვებით ნიკას სარეიტინგო მაჩვენებელი ქულების მხრივ არ გაუმჯობესებულა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მისი მომდევნო მეტოქე, რობერტო ბაუტისტა-აგუტი, დუბაის 500-ქულიანი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, LIVE რეიტინგში მე-18 პოზიციიდან 22-ე პოზიციამდეა დაქვეითებული. ამრიგად, LIVE რეიტინგში ქართველი მე-18 პოზიციაზეა, იმ შემთხვევაში თუ იგი ბაუტისტას დაამარცხებს დიდი ალბათობით სულ მცირე ამ პოზიციას შეინარჩუნებს კიდეც.

ბასილაშვილს და ბაუტისტა-აგუტს ერთმანეთის პირისპირ ორჯერ უთამაშიათ. პირველად 2015 წელს უიმბლდონის მე-3 რაუნდში, ხოლო მეორედ 2017 წელს მონტე კარლოს ტურნირის 1/32 ფინალში – ორივე შემთხვევაში გამარჯვებული ესპანელი ჩოგბურთელი გახლდათ. დუბაის მეორე წრის შეხვედრაშიც ფავორიტად მოქმედი ჩემპიონია მიჩნეული, თუმცა ნიკასგან ხმაურიან გამარჯვებებს მისი გულშემატკივარი საკმაოდ შეჩვეულია, შესაბამისად არავის გაუკვირდება მისი მოგება.

LIVE.GE წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.

 

(684)

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე დუბაის მოქმედი ჩემპიონი იქნება

სტატიის ავტორი
-