Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე სოფიის ღია პირველობაზე ცნობილია!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის პირველი დიდი სლემის შემდეგ, პირველ ტურნირზე იასპარეზებს. ბულგარეთის დედაქალაქი ATP 250 ქულიან ტურნირს უმანსპინძლებს, სადაც ისეთი ძლიერი ჩოგბურთელები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან: ნიკოლოზ ბასილაშვილი, სტეფანოს ციციპასი, კარენ ხაჩანოვი, ბაუტისტა-აგუტი და სხვა. 2 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგად კი გაირკვა, რომ ნიკას პირველ წრეში შედარებით გაუმართლა და მეტოქედ კვალიფიკანტი ერგო, რომელიც ჯერ არ გარკვეულა თუ ვინ იქნება. შემდეგ ეტაპზე კი მსოფლიოს 99 ჩოგანს მირზა ბაშიჩსა და მარტინ კლიჟანს (38 ჩოგანი) შორის გამარჯვებულს, შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ტურნირი 250 სარეიტინგო ქულის მომტანია, 4-10 თებერვალს გაიმართება და საპრიზო ფონდი დაახლოებით 500 000 დოლარს შეადგენს (2018 წლის საპრიზო თანხა 501 345 დოლარი)

სხვა სტატიები