დუბაიში მიმდინარე 500-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობს. მან პირველ წრეში საკმაოდ რთული მეტოქე, რუსი კარენ ხაჩანოვი დაამარცხა, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მე-12 საფეხურზე იმყოფება.

მეორე რაუნდში ანუ 1/8-ფინალურ ეტაპზე ქართველის მეტოქე დუბაის ტურნირის გასული წლის ჩემპიონი, მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი, რობერტო ბაუტისტა-აგუტი გახლდათ. ბასილაშვილმა მეტოქე 3 სეტში, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ნიკამ გამორჩეული სტატისტიკური მონაცემიც დააფიქსირა, მან 19 ეისი ჩამოაწოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ჩოგბურთელი პირველი სეტის მარცხის შემდეგ კორტზე ძალიან მოტივირებული გამოვიდა და მეტოქეს ფაქტობრივად არანაირი შანსი არ მისცა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:7(2), 6:4, 6:3 ბასილაშვილის სასარგებლოდ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა უდიდესი ნაბიჯი გადადგა რეიტინგში წინსვლისათვის, მან ბაუტისტას 410 ქულა დააკარგვინა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ესპანელმა გასულ წელს დუბაის ტურნირი მოიგო და 500 ქულის ნაცვლად მხოლოდ 45 ქულა დაიცვა.

მომდევნო ეტაპზე ჩვენებურის მეტოქე ჩორიჩისა და ბერდიხის წყვილს შორის გამარჯვებული იქნება.

LIVE.GE წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.

 

 

(871)

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა! (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-